ვინ არის ქართველი ტრანსსექსუალი ქალი, რომელსაც წარსულში ცოლი ჰყავდა? - ანასტასია პირველმა, ევროვიზიაზე, შესაძლოა, საქართველო წარადგინოს

image
loading...
სოციალურ ქსელში ანასტასია პირველის ვიდეო რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა. მიმზიდველი გოგონა ლამაზი ვარცხნილობით, ფორტეპიანოსთან მღერის. ვიდეომ სოციალური ქსელის მომხმარებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

აღმოჩნდა, რომ ის ტრანსექსუალი ქალი, სახელად ანასტასია პირველია. ანასტასია მანამდე ირაკლი სირაძე იყო - ამის შესახებ გასულ წელს გამოცემა „პრაიმ ტაიმი“ წერდა. გამოცემის ცნობითვე, ანასტასიამ მუსიკალური კარიერა დიდი ხნის წინათ დაიწყო. ის პირველი „ნუცას სკოლის“ გამარჯვებულია და 3-4 წლის ასაკიდან მღერის.

გამოცემის ექსკლუზიური მასალით ირკვევა, რომ ანასტასია ბათუმელია. მას ადრე ცოლიც ჰყავდა. ის საკმაოდ შეძლებული და გავლენიანი ოჯახის შვილია. ანასტასიას მამა გენერალი ყოფილა.

თავად ანასტასია ამბობს, რომ ვიდეო მეგობრის მონატრების საფუძველზე ჩაწერა და ის ფართო აუდიტორიისათვის არ იყო გამიზნული.

„საზოგადოებასთან ჩემი მესიჯი იქნება შემდეგი: მე მინდა, შეაფასონ ჩემი ნიჭიერება და არა ჩემი პირადი ცხოვრება. ვერ ვიქნები თავმდაბალი, რადგან მიყვარს ჩემი პროფესია და მაქსიმუმს გავაკეთებ კარიერისთვის. მინდა ვიყო გულწრფელი სიმღერაში," - აღნიშნა ანასტასიამ გამოცემასთან საუბარში.
шаблоны для dle 11.2

  • 8-01-2019, 23:24
FaceBook Twitter Google
loading...
loading...

კომენტარის დამატება

    loading...
loading...