საშინელი მკვლელობა, რომელიც 12 წლის გოგონებმა ინტერნეტის მიბაძვით ჩაიდინეს

image
loading...
ორმა, 12 წლის გოგონამ თანაკლასელი ტყეში შეიტყუა და 19 ჭრილობა მიაყენა. მორგან გეიზერი და ანისა ვეინერი, რომლებიც მეგობრის მოკვლისთვის დააპატიმრეს აცხადებენ, რომ დანაშაული იმიტომ ჩაიდინეს, რომ განემტკიცებინათ მითი მაღალ კაცზე, რომელიც ხალხს ხოცავდა. გოგონებმა მის შესახებ ინტერნეტში წაიკითხეს. რაზეც გამომძიებელსაც მოუთხრეს. გოგონებმა მსხვერპლი წინ წაიმძღვარეს, ერთმა გააკავა, მეორემ კი დანა 19-ჯერ ჩაარტყა ზურგში. ის ჯერ კიდევ დაუდგენელია, რომელი აკავებდა და რომელი დანას ურტყამდა. ორივე აცხადებს, რომ ძალიან ნანობს ამ საქციელს. გოგონები კითხულობდნენ ერთ-ერთ ვებ გვერდზე ისტორიებს, სადაც საშინელი ამბები იყო მოთხრობილი. მათ თავის მიერ დაჩეხილი მსხვერპლი მიწაზე დააწვინეს და უთხრეს, რომ არ განძრეულიყო. იმედი ჰქონდათ, რომ სისხლისგან დაიცლებოდა. მსხვერპლმა მაინც შეძლო გზამდე გამოხოხება. გოგონა ველოსიპედისტმა შენიშნა და საავადმყოფიში დარეკა. გოგონებს თუ უფროსებივით გაასამართლებენ, მათ 65 წელი ციხე ელოდებათ. გოგონები მკვლელობას ჯერ მისივე საწოლში გეგმავდნენ, მაგრამ მერე გადაიფიქრეს და ტყისპირა პარკში გასვლა გადაწყვიტეს. კარგადაც დაგეგმეს. როცა დახუჭობანას ითამაშებდნენ, უკნიდაან უნდა მიჰპარვოდნენ. ანისა ჰყვება: "დავინახე როგორ იქნევდა მორგანი დანას, მე კი ქამარში ხელჩავლებულს მეჭირა და ვაკავებდი. თან თავში მომდიოდა აზრები-ღმერთო ჩემო, ეს ყველაფერი ნამდვილად ხდება".

ქვემოთ, სურათზე - მაღალი ადამიანი, რომელიც ლეგენდის მიხედვითაა ცნობილი. ინტერნეტში 2009 წელს გამოჩნდა.
шаблоны для dle 11.2
  • 7-01-2019, 17:47
FaceBook Twitter Google
loading...
loading...

კომენტარის დამატება

    loading...
loading...