10 არაადამიანური სურათი ჩვენი სამყაროდან (ფოტო)

image
loading...
სიცოცხლე მშვენიერია და ამავდროულად სასტიკი. თუ გადაწყვიტე, რომ იცხოვრო გირჩევთ ეშვების ალესვას. კაცობრიობას უამრავი ტრაგედია დაატყდა არსებობის განმავლობაში, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში, ისევ ადამიანების ბრალი იყო. ჩვეს ისღა დაგვრჩენია გავიგოთ, გავიხსენოთ და დავიმახსოვროთ, რათა აღარასდროს დავუშვათ, რომ ისტორია განმეორდეს.

სასჯელი მონღოლეთში


10 არაადამიანური სურათი ჩვენი სამყაროდან (ფოტო)

ეს სურათი გამოქვეყნდა National Geographic-ში 1913 წელს. სურათზე ასახულია გავრცელებული დასჯის მეთოდი დამნაშავეებისთვის. მათ მომცრო ყუთში ათავსებდნენ ყველას დასანახად და აშიმშილებდნენ.

საკონცენტრაციო ბანაკის მასობრივი საფლავი


ნაცისტებმა მოკლეს დაახლოებით 50 000 ათასი ებრაელი ბერგენ-ბელსენის ბანაკში მანამდე, სანამ ტყვეებს გაათავისუფლებდნენ 1945 წელში.
ექიმმა ფრიც კლაინმა, რომელიც სურათზე ჩანს, გადაწყვიტა, რომ ეს ადამიანები გამოსადეგი არ იყვნენ მუშაობისთვის.
ესპანური გრიპის პანდემია


1919 წელმა შეიწირა დაახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე მსოფლიოს გარშემო. ერთი შეხედვით ეს ჩვეულებრივი სურათია , თუმცა თუ დაკვირდებით მიხვდებით, რამდენად დიდი იყი იმ დროს ხალხის შიში.

ატლანტიკური მონებით ვაჭრობა


ეს სურათი გადაღებულია 1868 წელს ბრიტანულ ხომალდზე. ეს ბავშვები ახლახანს იხსნეს მონობისგან.

მტირალი ახალგაზრდა ნაცისტი


ეს 16 წლის ბიჭია სახელად ჰანს-გეორგი. სურათი გერმანიის კაპიტულაციამდე ერთი დღით ადრეა გადაღებული, მას შემედ, რაც გაიგო რომ საბჭოთა ჯარებმა თითქმის მიაღწიეს ბერლინს. სურათი გაჟღენთილია შიშითა და სასოწარკვეთით.

მაშველი ბერლინის კედელზე


ამ გერმანელმა ჯარისკაცმა იცოდა, რომ ბერლინის კედელზე არავის გადაშვების უფლება არ ჰქონდა, თუმცა ბავში თავის მშობლებს გამოეყო და მარტო დარჩა. გუშაგი მავთულს წევს და აკვირდება იმას, ვინც შესაძლოა დაიჭიროს ის.

იმიტირეული თავის მოკვეთა


ბრიტანელმა ფოტოგრაფმა უილიამს სანდერსმა ეს ყალბი თავის მოკვეთის სცენა გადაიღო ჩინეთში, რათა გამოეწვია დასავლეთის გაღიზიანება და აღშფოთება, რასაც ჩინეთის "ცივილიზება" უნდა მოჰყოლოდა.

შიმშილი


მასიური შიმშილი, რომელმაც მოიცვა უკრაინა 1932-1933 წლებში. კვლევის თანახმად ამ პერდიოდში დაიღუპა 4-5 მილიონი უკრაინელი.

ბავშვი შანხაიდან


ჩინეთისა და იაპონიის მეორე ომი 1937 წლიდან საბოლოოდ შეუერთდა მეორე მსოფლიოს ომს. ბომბდამშენის დროს, იაპონელებმა დაბომბეს ჩინური სადგური, სადაც იმყოფებოდნენ ქალები და ბავშვები.

ძმები ნაგასაკიდან

[center]
[/center]
სურათი გადაღებულია ქალაქის დაბომბვის შემდეგ. უმცროსი ძმა მკვდარია, უფროსს ის კრემატორიუმში მიჰყავს. მიუხედავად იმია, რომ ძმა თვალ წინ დაიწვა, ბიჭმა უარი განაცხადა ტირილზე და ბოლომდე ეჭირა თავი ხელში. მან ახლახანს დაკარგა უკანასკნელი ძირფასი ადამიანი დედამიწაზე. მას ერთი ცრემლიც არ ჩამოსვლია.
einteres.ge
шаблоны для dle 11.2
  • 3-01-2019, 00:35
FaceBook Twitter Google
loading...
loading...

კომენტარის დამატება

    loading...
loading...