15 წლის გოგონაზე 38 მამაკაცი რამდენიმე საათის განმავლობაში ძალადობდა

image
loading...
მოზარდი გოგონა მიტოვებულ ქოხში მიიმწყვდიეს და რამდენიმე საათის განმავლობაში 38 მამაკაცი აუპატიურებდა. ეს საშინელი თავდასხმა მალაიზიაში, კელანტანის შტატში 20 მაისს მოხდა.

გოგონა მეგობარს, 17 წლის ახალგაზრდა ვაჟს შეხვდა. როგორც შემდეგ გაირკვა, ისიც მათი თანამზრახველი იყო. ვაჟმა მას ნარკოტიული საშუალება მიაღებინა და ქოხში შეიტყუა. ამის შემდეგ კაცები ერთმანეთის მიყოლებით ძალადობდნენ მასზე. როგორც ირკვევა მათი რიცხვი 38-ია.

პოლიციამ როგორც კი შეიტყო მომხდარის შესახებ, მაშინვე მოახდინა რეაგირება და 13 დამნაშავე უკვე დააკავა. მათ შორის არის მამა და თავისი ორი ვაჟიც. საქმე ჯგუფური ძალადობის მუხლითაა აღძრული. პოლიცია იუწყება, რომ ყველა მამაკაცი იმავე სოფლიდანაა. დაკავებულების უმეტესობას დაუდგინდა, რომ მიღებული ჰქონდა ამფეტამინი. პოლიციის თქმით ეს "ნარკომანების აქცია" იყო.

15 წლის გოგონაზე 38 მამაკაცი რამდენიმე საათის განმავლობაში ძალადობდა


პოლიციის უფროსი ბატონი აზჰამი აცხადებს, რომ "ეს მდგომარეობა ძალიან საგანგაშოა, როგორ მოხდა, რომ ვერავინ ვერაფერი შენიშნა, როცა უახლოესი მეზობლის სახლი 20 მეტრშია". აღსანიშნავია, რომ ეს შემთხვევა ერთ-ერთი სასტიკია განხორციელებულ ძალადობებს შორის, აზიაში კი ძალადობა საოცრად ხშირია.

აზიაში 2012 წელს 3000 ძალადობა მოხდა და აქედან 52% 16 წელზე და უფრო ნაკლებ ასაკზე მოდის.

გასამართლებული მოძალადეების უმეტესობას 30 წელი და მეტი აქვს მისჯილი, მაგრამ სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე ხალხი მათთვის ბევრად უარეს სასჯელს ითხოვს. ხალხის აზრით ეს იმიტომ ხდება, რომ ბიჭები ისეთ საზოგადოებაში იზრდებიან, სადაც ძალადობა ჩვეული მოვლენაა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ინდოეთში, სადაც გამუდმებით იმართება აქციები ძალადობის წინააღმდეგ.

шаблоны для dle 11.2
  • 3-01-2019, 00:17
FaceBook Twitter Google
loading...
loading...

კომენტარის დამატება

    loading...
loading...